მე რომ მკითხონ, სამყაროს საოცრებად პოზიტიურ ადამიანებს დავასახელებდი. ძალიან ბევრი სითბო და სიყვარული რომ აქვთ სულში და ისე ბუნებრივად აფრქვევენ გარშემო, სხვანაირად რომ ვერც წარმოუდგენიათ! რაც მეტს გასცემენ თითქოს ემატებათ... ზომიერად რომ ბრაზობენ უსამართლობაზე, ღალატსა და გაიძვერობას გმობენ, მაგრამ სამაგიეროს გადახდამდე რომ ვერასოდეს მივლენ!
იდეალური რომ არ ჰგონიათ სამყარო და მითუმეტეს საკუთარი თავი; ჯერ თავის და მერე სხვისი შეცდომების ადეკვატურად შეფასების უნარი რომ შესწევთ! ყველა სიკეთეს ღვთის საჩუქრად რომ აღიქვამენ და არა "ვიმსახურებ და მაქვს"-ო.
უფალი და სარწმუნოება მათთვის მაღალი ზნეობა და მორალი რომ არის და არა მხოლოდ მარხვა და ეკლესიში სიარული!
ყველა განსაცდელს რომ მოთმინებით იტანენ, რომ არ გაბოროტდებიან არასოდეს.
"სულს მსუბუქად რომ დააფრიალებენ"...
ასეთი ადამიანები ძალიან ცოტაა ამ ქვეყნად და რეალიურად ბედნიერები მხოლოდ მათ შეუძლიათ იყვნენ; სხვებს, მხოლოდ გარკვეული გარემოებები და მდგომარეობა აბედნიერებთ და ისიც მხოლოდ დროებით....
ძალიან ძნელია მიბაძო მათ, მაგრამ ალბათ ადვილია იყო ასეთი, როდესაც ეს შენი ბუნებრივი მდგომარეობაა!
რა კარგია რომ არსებობთ ასეთები ☺️ რამდენს ატკბობს თქვენი არსებობა, ნეტა იცოდეთ! 🥰რამდენისთვის ხართ მაგალითები - სიკეთის და სიყვარულის...
ვერიკო. 🧡
რა კარგია რომ არსებობთ ასეთები ☺️ რამდენს ატკბობს თქვენი არსებობა, ნეტა იცოდეთ! 🥰რამდენისთვის ხართ მაგალითები - სიკეთის და სიყვარულის...
ვერიკო. 🧡
amas gvimalavdi verooo? <3 :*
ResponderEliminarშენ ხო ყველგან ხარ ვინ რას გამოგაპარებს ვას 🤗❤️
Eliminar