ყველა დედას ინდივიდულური აღზრდის მეთოდი აქვს ხოლო სურვილი კი ყველასი ერთია-ჰყავდეს იდეალური შვილი.
ზოგი დედა შვილის პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს და მათი შვილები ძირითადად კარგი კარიერით გამოირჩევიან ხოლმე. ზოგი პრინციპებს და ოჯახის ტრადიციებს ამჯობინებს "ქართველობას" და "რას იტყვიან ხალხი"ს პრინციპით ზრდის შვილს და ასეთები ძირითადად ადრე ეკიდებიან ოჯახს და რადიკალური ნაბიჯების ეშინიათ მთელი ცხოვრება. ზოგი მშობელი ინდივიდუალურად მუშაობს თვითოეულ შვილზე ღვთის სიყვარულს და შიშს უნერგავს ხოლო ზოგსაც ბედ -იღბალი ღვთისათვის მიუნდია და ესეთი შვილების მომავლის განჭვრეტაც შეუძლებელია და ღვთის ანაბარაა მათი მომავალი თუმცა, ზოგჯერ ბევრად უკეთესი, ვიდრე დიდი შრომისა და წინასწარი გათვლების შედეგია ხოლმე.... და საერთოდაც მე ვფიქრობ მაინც გამართლებაზეც არის რადგან ზოდჯერ სწორედ გადაჭარბეული ზრუნველობა ვნეებს და ზოგჯერ პირიქით... ზოგიერთ დედას უნდა შვილი იყოს მისი მსგავსი არ სცნობს შვილის ინდივიდუალიზმს რაც ძალიან დიდი შეცდომაა, სწორედ აქედან იწყება გაუცხოება დედა-შვილს შორის. ერთი სიტყვით ძალიან ძნელია იპოვნი "ოქროს შუალედი" მოკლედ რომ ვთქვა და ბევრად უფრო ბრძენი ადამიანის ციტატა მოვიშველიო " მაგრამ მარტო წრთვნა რას უზამს თუ ბუნებამ არ უშველა " ...
მე სულ შიშში ვარ ან ზედმეტი არ მომივიდეს ან ძალიან არ მივაყურადო. დედობა ფსიქოლოგიური წიგნებით და დახაზულის სქემების მიხედვით არ დამიწყია ჯერ მარტო იქიდან გამომდინარე რომ როდესაც დედა გავხდი, მეთვითონ პიროვნულად ბოლომდე არ ვიყავი ჩამოყალიბებული დედობის ინსტიქტი კი ძალიან დიდი მქონდა, მივხვდი პატარა არსება რომელიც მოევლინა ქვეყანას სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და უდიდეს პასუხიმგებლობას ვგრძნობდი მის მიმართ მაგრამ, არ ვიცოდი აღზრდის მეთოდები, მხოლოდ ვიცოდი ჩემი ბუნებიდან გამომდინარე რა უნდა ამეკრძალა შვილისთვის და რა არა (ჩემებურად რა თქმა უნდა).... 😃😃😃
მე არ ვიცი როგორი დედა ვარ...ხან ძალიან მკაცრი ვარ ხანაც დამთმობი არც ის ვიცი როგორი შვილები გამეზრდებიან... თუმცა მაქვს ამბიცია - ვიამაყო მათით!😃😘😘
jueves, 22 de septiembre de 2016
დედობა
Suscribirse a:
Enviar comentarios (Atom)
No hay comentarios:
Publicar un comentario