jueves, 1 de septiembre de 2016

ასაკს ვერ დავაწიე გონება!

როცა ჩემი 16 წლის ქალიშვილი  ტანსაცმელს მომპარავს ხოლმე კარადიდან მხოლოდ მაშინ ვხვდები რომ "დიდი გოგო" ვარ,😃 თორემ ისე რა მაფიქრებინებს რომ გავიზარდე... ვერაფრით დავაწიე გონება ასაკს. 😃 მაღაზიაში ხო სულ "თინეიჯერები"ს (juvenil) სექციისკენ მივიწევ, ჩემი ქმარი შემახსენებს ხოლმე ქალების (mujer) სექციამ რით ვეღარ მოგიწიაო. 😂😂😂😂 არა კიდე იმაზე მეცინება, ხალხში ასაკის მატებასთან ერთად დროის მალე გასვლის წუწუნი რომ მატულობს  😃ვითომდა და ეს ოხერი დროა სწრაფად რომ გადის, თორემ ასაკს რა ჭკუა აქვს აბააა. 😃 ისე ეს დრო მართლა ჯიუტი სახედარივით არის — სადაც არ არის საჭირო იქ დაჯორდება და ნელა მიდის, ხოლო როცა არ გინდა ისე გავარდება უკან მოხედვას ვერ ასწრებ - შეიძლება კარგი გაწრთვნილი ბედაურიც ვერ დაეწიოს (ჯანდაბა)... მოკლედ, მე ვაპროტესტებ დროის არსებობას! იმ დღეს გავიფიქრე ყველას ჩვენი ინდივიდუალური საათი რომ გვეყენოს ვითონ რა ურიგო იქნებოდაა?  გადაწიე გადმოწიე შენ ჭკუაზე. 😃ხო კიდე, რამდენჯერ მიოცნებია ეს ღილაკი მქონდეს ⏩⏩ ფილმს რომ ვუყურებ დააჭერ და გადაახვევ რათა სწრაფად გაიაროს ამ თუ იმ მომენტმა, აი ეგრე ვახვევდე ჩემ ცხოვრებაში უსიამოვნო მომენტებს რა მაგარი იქნებოდა .😃 რადგან საათი ყველასი ერთია და თავის ჭკუაზე ვერავინ ატრიალებს ეს ოხერი  ცხოვრება მაინც ხოა შენი და სწორად რომ მართო ხო შეიძლება?!  ისე ვაკვირდები და თეორიაში ვარ ძააან მაგარი😃 ნეტა მე ვის ვეუბნები 35 წლის გავხდი და რა მიკეთებია: ხე მე არ დამირგავს,  (ყვავილიც კი, 😒ისეთი უნიათო ვარ მაგ ამბავში)  სახლი მე ვერ ავაშენე,  მხოლოდ ეგაა ორი სიცოცხლე ვაჩუქე დედამიწას და ერთი კაცის ნერვებს და ნებისყოფას "ვწვრთი" აგერ უკვე 17 წელია. 😂😂😂😂 არც ესაა პატარა საქმე მაგრამ, მეტი ხო შემეძლო??? აჰააა გინდაც ეხლა, რამდენი წაიკითხავს ამ ჩემ ნაბოდიალებს და გაიფიქრებს ნეტა შენ რა კარგ ტალღაზე ხარ ან მეტი საქმე არ გაქვს რაში კარგავ დროსო???  არადა ისეთ დეპრესიაში ვარ გუშინ შუაღამისას მეგობარს ვწერდი: გამოგივლი  და სადმე უკაცრიელ ადგილას წავიდეთ ძალიან ხმამაღლა ვოყვიროთთქო😃არ ვიცი იმან რამდენად სერიოზულად მიიღო მაგრამ მე ვიყავი მიმსვლელი... 😂😂😂
    P. S. ვაიმეეე ვინმემ გადამიხვიეთ 8 რიცხვზე თორემ გადავირიე და ეგაა 😃😃😃😃💜

No hay comentarios:

Publicar un comentario