დარდებს ვიტოვებ, ღიმილს გატან
მსუბუქს და სანდოს.
არ დაგამძიმებს, მხრებზე ფრთებად დაგეფინება.
ფრენა გასწავლე, სიყვარული თუ ვერ შევძელი,
ხოდა, რომ იფრენ, ჩემი თავი გაგახსენდება.
მარტო დავრჩები, ისე როგორც შენთან მოსვლამდე.
როგორც შენამდე, შენ შემდეგაც
გამიჭირდება...
ბედნიერებას გამოვიბამ ფერად ბუშტებად,
ობლად დარჩენილს შემიჩნდება
ყრუ მდუმარება.
გულს ვერ ერევი?! სულს გაყოლებ - მსუბუქს და ნანატრს;
გული მძიმეა, ფიქრით სავსე, დარდით დამსკდარი.
მე შენ არ გტოვებ, თავს ვიმეტებ სიცარიელის
და რეალურად, ამდენ ხალხში მარტო ყოფნისთვის!
მარტო დავრჩები, ისე როგორც შენთან მოსვლამდე...
და უფლის ხელის შეშველებას დაველოდები!
No hay comentarios:
Publicar un comentario