jueves, 28 de enero de 2021

მზე



გაზაფხულიდან შემოდგომამდე
განა რა დროა, 
რომ ვერ გავუძლო ყოველგვარ 
წყურვილს.
გაზაფხულიდან შემოდგომამდე
რა დალევს განცდებს,
ასე უცნაურს და უჩვეულოს,
სხეულს რომ ანგრევს !

ყველას თავისი მაისი მოჰყავს,
ზოგს ეჩვენება სიზმრად წარსული
და აი უკვე შემოდგომაა,
მზე კი წერილებს აღარ დაუცდის.
გაზაფხულიდან მოვა მწველი მზე,
შემოდგომამდე ნელ-ნელა დაწვავს,
მისივე მზერით ამოყრილ კვირტებს
და იგი წავა, შენ კი იდარდეეეე...
ეს შემოდგომა სითბოს გარეშე.

მე მირჩევნია მშვიდად ვუყურო,
როგორ გაძარცვავს ხეებს სიცივე
და ფიქრს ვეჩვევი თუ როგორ ელის,
ზამთრის ღამეებს შიში მზაკვრული,
რომ ისევ მოვა გაზაფხული და
და შენ, იქ უკვე აღარ დამხვდები!

მზეც ისევ მოვა, დახეთქავს კვირტებს
და ააფეთქეს მაისს გრძნობებით,
მაგრამ ის მზერა აღარ ექნება,
მე რომ ვერაფრით ვერ გავუძელი, 
ვერ გავუმკლავდი სურვილს
მოვარდნილს, 
რომ ერთხელ მაინც ჩამეკრა გულში
და შევხებოდი ნაზად თითებით...
გაზაფხულიდან შემოდგომამდე,
გაგიფრთხილდები!

მერე მეც წავალ..


მზე მიწვავს ღაწვებს, მკლავებს
გულის პირს,
მიწვავს და მაჩვევს
უცნაურს განცდებს... 
ორივე ვიბრძვით,
ორივე ვდარდობთ.
მე აღარ ვიცი, მზე მწვავს თუ მათბობს...
მაინც მომიწევს, მე იგი დავთმო...
შემოდგომაზე! 🧡🤍

No hay comentarios:

Publicar un comentario