miércoles, 19 de abril de 2017

ჭონა

"ალათასა, ბალათასა, ხელი ჩავყავ კალათასა, დედი ერთი კვერცხი მომე ღმერთი მოგცემს ბარაქასა , ჭონაააა!"
          დღეს ჭონაა!
      როგორი გულის ფანცქალით ველოდით ამ დღეს. ერთი სული გვქონდა როდის დაბინდდებოდა რომ კარდაკარ დაგვევლო და ჭონა გვეყვირა (მე მითუმეტეს ბოლო ხმაზე რომ ვყვიროდი ჩემი პემბრის პატრონი 😂😂😂) ...ყველაზე ფუსფუსა და ბედნიერი დღეები იყო აღდგომას სოფელში ჩასვლა. გეგმები:  ვინ სად დაივლიდა და ვისთან გავიყოფდით "ნადავლს" 😃😃 მერე განაწილებულ კვერცხებს იმ ღამესვე ვამტვრევდით, კბილებზე გასმით ვსინჯავდით რამდენად გამძლე იყო კვერცხი, ვუჭახუნებდოთ და "ჩაკირულ" ან ხის კვერცხებით შემოპარულ მავნე ბიჭებს დავერეოდით😃😃😃 იყო დიდი აურზაური და ჟრიამული☺☺☺☺
     ეს "ხოხბები" კიდევ გადმომდგარან და წაიღეს ტვინი ყოველ წელს უკვე ბანალური ფრაზებით თუ რა საამურია აღდგომას  "განწმენდილ"ი ქალაქი. სანამ თქვენ ქალაქში "პერო" ს ირგებდით 😃 "ჩვენ" სოფელში - ყველაზე ყველაზე მხიარულ წუთებს ვატარებდით და რა გიხარიათ ნეტა?
მენატრებაააააა, უკვე მოტეხილი სუსხი  ჰარში მაგრამ მაინც ყველა სახლის ბუხრიდან ამოსული კვამლისა და წინა სააღდგომოდ თონეში გამომცხვარი პასკების სუნი, მერე მამის და წინაპრების საფლავზე გადაგორებული წითელი კვერცხები, პასკიდან ქიშმიშების ამოჭმა და ამაზე გაბრაზებული უფროსები...😃 მენატრებაააა! ❤

No hay comentarios:

Publicar un comentario