საზოგადოება გამუდმებით იცვლება ჩვენს გარშემო ისე როგორც გაქანებული მატარებლიდან ცვლის ერთი პეიზაჟი მეორეს... ბევრ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა ხან იმედგაცრუებაა, ხან წყენა ხან უბრალოდ ხვდები რომ "იქ არ მოხვდი" და ტოვებ სიტყუაციას, ხანაც ინტერესთა დიდი სხვადასხვაობაა და ა.შ. ... მთავარია სწრაფად შეძლო სიტუაციის ლავირება და დროულად და სწორად დაამთავრო ესა თუ ის ურთიერთობა ( რაც მე ვერაფრით დავარეგულირე ჯერ).
ძალიან მიყვარს ახალი ნაცნობები, ადამიანებზე დაკვირვება, შეცნობა და მათთან დამეგობრება.თოთოეული მათგანი თავისებურია და ძალიან საინტერესო; ზოგი ისეთი ამოუცნობია, ზოგი ადვილად იშიფრება...მოკლედ ფართო სანაცნობო წრე ერთი დიდი აკადემიაა ხოლო სწორად წარმართული ურთიერთობები კი დიდი ხელოვნება. უამრავი რამის სწავლა და გაგება შეიძლება მათგან.
რაღაც დოზით მაინც მოქმედებს ჩვენზე ის გარემო სადაც ვიმყოფებით (რა ასაკშიც არ უნდა ვიყოთ) მაგრამ ბოლოს მაინც იმას ითვისებ და იქით იხრები რისკენაც ხარ მიდრეკილი... ამღვრეულ გუბეში რომ იწმინდება ნელ-ნელა წყალი და ილექება ტალახი აი ასე იწმინდება დროთან განმავლობაში ურთიერთობებიც... ბევრ ადამიანს ხვდებით, ვეკონტაქტებით მაგრამ, ბოლოს მაინც ისინი შემოგვრჩებიან ვინც აზრობრივად შეიძლება არა მაგრამ მორალით და ზნეობით არიან ჩვენთან ახლოს.
ამ ყველაფრით იმის თქმა მინდოდა - რაც დრო გადის უფრო და უფრო ლოგიკური მეჩვენება ადამიანთა "სხვადასხვაგვარობის" (არ ვიცი ეს სიტყვა არსებობს თუ მე მოვიგონე 😃) აუცილებლობა ამ ქვეყნად. ადრე თუ გული მწყდებოდა ეხლა ლოგიკურადაც კი მიმაჩნია დაიწყოს და დამთავრდეს ესა თუ ის ურთიერთობა და ყველა ვერ შეგეგუება და ბოლომდეც ვერ მოგყვება რაც იმის მანიშნებელია რომ პიროვნულად ცოტა მაინც "გავიზარდე". მხოლოდ ეგააა - "ნაადრევად აღტაცებულობის" რეგულირებას ვერ ვახდენ ჯერ.😃😃😃😃მაგრამ მაგასაც მასწავლის დრო. ჯერ ყველაფერი წინ მაქვს! იმედია... 😉
viernes, 10 de febrero de 2017
ურთიერთობების აკადემია?!
Suscribirse a:
Enviar comentarios (Atom)
No hay comentarios:
Publicar un comentario