jueves, 22 de septiembre de 2016

დედობა

ყველა დედას ინდივიდულური აღზრდის მეთოდი აქვს ხოლო სურვილი კი ყველასი ერთია-ჰყავდეს იდეალური შვილი.
        ზოგი დედა შვილის პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს და  მათი შვილები ძირითადად კარგი კარიერით გამოირჩევიან ხოლმე. ზოგი პრინციპებს და ოჯახის ტრადიციებს ამჯობინებს "ქართველობას" და "რას იტყვიან ხალხი"ს  პრინციპით ზრდის შვილს და ასეთები ძირითადად  ადრე ეკიდებიან ოჯახს და რადიკალური ნაბიჯების ეშინიათ მთელი ცხოვრება. ზოგი მშობელი ინდივიდუალურად მუშაობს თვითოეულ შვილზე ღვთის სიყვარულს და შიშს უნერგავს ხოლო ზოგსაც ბედ -იღბალი ღვთისათვის მიუნდია და ესეთი შვილების მომავლის განჭვრეტაც შეუძლებელია და ღვთის ანაბარაა მათი მომავალი თუმცა, ზოგჯერ ბევრად უკეთესი, ვიდრე დიდი შრომისა და წინასწარი გათვლების შედეგია ხოლმე.... და საერთოდაც მე ვფიქრობ მაინც გამართლებაზეც არის რადგან ზოდჯერ სწორედ გადაჭარბეული ზრუნველობა ვნეებს და ზოგჯერ პირიქით...  ზოგიერთ დედას უნდა შვილი იყოს მისი მსგავსი არ სცნობს შვილის  ინდივიდუალიზმს რაც ძალიან დიდი შეცდომაა, სწორედ აქედან იწყება  გაუცხოება დედა-შვილს შორის.  ერთი სიტყვით ძალიან ძნელია იპოვნი "ოქროს შუალედი"  მოკლედ რომ ვთქვა და ბევრად უფრო ბრძენი ადამიანის ციტატა მოვიშველიო " მაგრამ მარტო წრთვნა რას უზამს თუ ბუნებამ არ უშველა " ...
        მე  სულ შიშში ვარ ან ზედმეტი არ მომივიდეს ან ძალიან არ მივაყურადო. დედობა ფსიქოლოგიური წიგნებით  და დახაზულის სქემების  მიხედვით არ დამიწყია ჯერ მარტო იქიდან გამომდინარე რომ როდესაც დედა გავხდი, მეთვითონ პიროვნულად ბოლომდე არ ვიყავი ჩამოყალიბებული დედობის ინსტიქტი კი  ძალიან დიდი მქონდა, მივხვდი პატარა არსება რომელიც მოევლინა ქვეყანას სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და უდიდეს პასუხიმგებლობას ვგრძნობდი მის მიმართ მაგრამ, არ ვიცოდი აღზრდის მეთოდები, მხოლოდ ვიცოდი ჩემი ბუნებიდან გამომდინარე რა უნდა ამეკრძალა შვილისთვის და რა არა (ჩემებურად რა თქმა უნდა).... 😃😃😃
     მე არ ვიცი როგორი დედა ვარ...ხან ძალიან მკაცრი ვარ ხანაც დამთმობი არც ის ვიცი როგორი შვილები გამეზრდებიან...  თუმცა მაქვს ამბიცია - ვიამაყო მათით!😃😘😘

jueves, 1 de septiembre de 2016

სულს მსუბუქად რომ დააფრიალებენ

მე რომ მკითხონ, სამყაროს საოცრებად პოზიტიურ ადამიანებს დავასახელებდი. ძალიან ბევრი სითბო და  სიყვარული რომ აქვთ სულში და ისე  ბუნებრივად აფრქვევენ გარშემო, სხვანაირად რომ ვერც წარმოუდგენიათ! რაც მეტს გასცემენ თითქოს ემატებათ...  ზომიერად რომ ბრაზობენ უსამართლობაზე, ღალატსა და გაიძვერობას გმობენ, მაგრამ სამაგიეროს გადახდამდე რომ ვერასოდეს მივლენ! 
 იდეალური რომ არ ჰგონიათ სამყარო და მითუმეტეს საკუთარი თავი; ჯერ თავის და მერე სხვისი შეცდომების ადეკვატურად შეფასების უნარი რომ შესწევთ!    ყველა სიკეთეს ღვთის საჩუქრად რომ აღიქვამენ და არა "ვიმსახურებ და მაქვს"-ო. 
უფალი და სარწმუნოება მათთვის მაღალი ზნეობა და მორალი რომ არის და არა მხოლოდ მარხვა და ეკლესიში სიარული!
ყველა განსაცდელს რომ მოთმინებით იტანენ, რომ არ გაბოროტდებიან არასოდეს.  
"სულს მსუბუქად რომ  დააფრიალებენ"...  
ასეთი ადამიანები ძალიან ცოტაა ამ ქვეყნად და  რეალიურად ბედნიერები მხოლოდ მათ შეუძლიათ იყვნენ; სხვებს, მხოლოდ გარკვეული გარემოებები და მდგომარეობა აბედნიერებთ და ისიც მხოლოდ  დროებით....
         ძალიან ძნელია მიბაძო მათ, მაგრამ ალბათ ადვილია იყო ასეთი, როდესაც ეს შენი ბუნებრივი მდგომარეობაა! 
         რა კარგია რომ არსებობთ ასეთები ☺️ რამდენს ატკბობს  თქვენი არსებობა, ნეტა იცოდეთ! 🥰რამდენისთვის ხართ მაგალითები - სიკეთის და სიყვარულის... 
ვერიკო. 🧡

ასაკს ვერ დავაწიე გონება!

როცა ჩემი 16 წლის ქალიშვილი  ტანსაცმელს მომპარავს ხოლმე კარადიდან მხოლოდ მაშინ ვხვდები რომ "დიდი გოგო" ვარ,😃 თორემ ისე რა მაფიქრებინებს რომ გავიზარდე... ვერაფრით დავაწიე გონება ასაკს. 😃 მაღაზიაში ხო სულ "თინეიჯერები"ს (juvenil) სექციისკენ მივიწევ, ჩემი ქმარი შემახსენებს ხოლმე ქალების (mujer) სექციამ რით ვეღარ მოგიწიაო. 😂😂😂😂 არა კიდე იმაზე მეცინება, ხალხში ასაკის მატებასთან ერთად დროის მალე გასვლის წუწუნი რომ მატულობს  😃ვითომდა და ეს ოხერი დროა სწრაფად რომ გადის, თორემ ასაკს რა ჭკუა აქვს აბააა. 😃 ისე ეს დრო მართლა ჯიუტი სახედარივით არის — სადაც არ არის საჭირო იქ დაჯორდება და ნელა მიდის, ხოლო როცა არ გინდა ისე გავარდება უკან მოხედვას ვერ ასწრებ - შეიძლება კარგი გაწრთვნილი ბედაურიც ვერ დაეწიოს (ჯანდაბა)... მოკლედ, მე ვაპროტესტებ დროის არსებობას! იმ დღეს გავიფიქრე ყველას ჩვენი ინდივიდუალური საათი რომ გვეყენოს ვითონ რა ურიგო იქნებოდაა?  გადაწიე გადმოწიე შენ ჭკუაზე. 😃ხო კიდე, რამდენჯერ მიოცნებია ეს ღილაკი მქონდეს ⏩⏩ ფილმს რომ ვუყურებ დააჭერ და გადაახვევ რათა სწრაფად გაიაროს ამ თუ იმ მომენტმა, აი ეგრე ვახვევდე ჩემ ცხოვრებაში უსიამოვნო მომენტებს რა მაგარი იქნებოდა .😃 რადგან საათი ყველასი ერთია და თავის ჭკუაზე ვერავინ ატრიალებს ეს ოხერი  ცხოვრება მაინც ხოა შენი და სწორად რომ მართო ხო შეიძლება?!  ისე ვაკვირდები და თეორიაში ვარ ძააან მაგარი😃 ნეტა მე ვის ვეუბნები 35 წლის გავხდი და რა მიკეთებია: ხე მე არ დამირგავს,  (ყვავილიც კი, 😒ისეთი უნიათო ვარ მაგ ამბავში)  სახლი მე ვერ ავაშენე,  მხოლოდ ეგაა ორი სიცოცხლე ვაჩუქე დედამიწას და ერთი კაცის ნერვებს და ნებისყოფას "ვწვრთი" აგერ უკვე 17 წელია. 😂😂😂😂 არც ესაა პატარა საქმე მაგრამ, მეტი ხო შემეძლო??? აჰააა გინდაც ეხლა, რამდენი წაიკითხავს ამ ჩემ ნაბოდიალებს და გაიფიქრებს ნეტა შენ რა კარგ ტალღაზე ხარ ან მეტი საქმე არ გაქვს რაში კარგავ დროსო???  არადა ისეთ დეპრესიაში ვარ გუშინ შუაღამისას მეგობარს ვწერდი: გამოგივლი  და სადმე უკაცრიელ ადგილას წავიდეთ ძალიან ხმამაღლა ვოყვიროთთქო😃არ ვიცი იმან რამდენად სერიოზულად მიიღო მაგრამ მე ვიყავი მიმსვლელი... 😂😂😂
    P. S. ვაიმეეე ვინმემ გადამიხვიეთ 8 რიცხვზე თორემ გადავირიე და ეგაა 😃😃😃😃💜