jueves, 28 de enero de 2021

მზე



გაზაფხულიდან შემოდგომამდე
განა რა დროა, 
რომ ვერ გავუძლო ყოველგვარ 
წყურვილს.
გაზაფხულიდან შემოდგომამდე
რა დალევს განცდებს,
ასე უცნაურს და უჩვეულოს,
სხეულს რომ ანგრევს !

ყველას თავისი მაისი მოჰყავს,
ზოგს ეჩვენება სიზმრად წარსული
და აი უკვე შემოდგომაა,
მზე კი წერილებს აღარ დაუცდის.
გაზაფხულიდან მოვა მწველი მზე,
შემოდგომამდე ნელ-ნელა დაწვავს,
მისივე მზერით ამოყრილ კვირტებს
და იგი წავა, შენ კი იდარდეეეე...
ეს შემოდგომა სითბოს გარეშე.

მე მირჩევნია მშვიდად ვუყურო,
როგორ გაძარცვავს ხეებს სიცივე
და ფიქრს ვეჩვევი თუ როგორ ელის,
ზამთრის ღამეებს შიში მზაკვრული,
რომ ისევ მოვა გაზაფხული და
და შენ, იქ უკვე აღარ დამხვდები!

მზეც ისევ მოვა, დახეთქავს კვირტებს
და ააფეთქეს მაისს გრძნობებით,
მაგრამ ის მზერა აღარ ექნება,
მე რომ ვერაფრით ვერ გავუძელი, 
ვერ გავუმკლავდი სურვილს
მოვარდნილს, 
რომ ერთხელ მაინც ჩამეკრა გულში
და შევხებოდი ნაზად თითებით...
გაზაფხულიდან შემოდგომამდე,
გაგიფრთხილდები!

მერე მეც წავალ..


მზე მიწვავს ღაწვებს, მკლავებს
გულის პირს,
მიწვავს და მაჩვევს
უცნაურს განცდებს... 
ორივე ვიბრძვით,
ორივე ვდარდობთ.
მე აღარ ვიცი, მზე მწვავს თუ მათბობს...
მაინც მომიწევს, მე იგი დავთმო...
შემოდგომაზე! 🧡🤍

martes, 26 de enero de 2021

დარდებს ვიტოვებ, ღიმილს გატან 
მსუბუქს და სანდოს.
არ დაგამძიმებს, მხრებზე ფრთებად დაგეფინება.
ფრენა გასწავლე, სიყვარული თუ ვერ შევძელი,
ხოდა, რომ იფრენ, ჩემი თავი გაგახსენდება. 

მარტო დავრჩები, ისე როგორც შენთან მოსვლამდე.
როგორც შენამდე, შენ შემდეგაც 
გამიჭირდება...
ბედნიერებას გამოვიბამ ფერად ბუშტებად,
ობლად დარჩენილს შემიჩნდება  
ყრუ მდუმარება.

გულს ვერ ერევი?! სულს გაყოლებ -  მსუბუქს და ნანატრს;
გული მძიმეა, ფიქრით სავსე, დარდით დამსკდარი.
მე შენ არ გტოვებ, თავს ვიმეტებ სიცარიელის
და რეალურად, ამდენ ხალხში მარტო ყოფნისთვის!


მარტო დავრჩები, ისე როგორც შენთან მოსვლამდე...
და უფლის ხელის შეშველებას დაველოდები!

domingo, 30 de agosto de 2020


ნეტავ როგორია გრძნობა,
შენ რომ დაატარებ გულით,
ნუთუ ასეთივე წრფელი,
ნუთუ ასეთივე რთული?
იქნება ისეთივე სუფთა,
როგორც დაწერილი მცნება,
ანდა ისეთივე მწველი,
როგორც დამხობილი ვნება!
ზუსტად ისეთივე მძიმე, 
როგორც განსაცდელში იცის,
თავს რომ შეგახსენებს მუდამ ღმერთთან დადებული ფიცი!

jueves, 13 de agosto de 2020

ალბათ სიყვარულს მაინც სჯერა ადამიანის

უღმერთობასაც აღარ ააქვს ზოგჯერ საზღვარი,
სისულელედ რომ ჩაგითვლიან ყველა ღირსებას.
ალბათ სიყვარულს მაინც სჯერა
ადამიანის
ხან ვიღაც უცხო, ისე შენად 
მოგევლინება! ☺️

domingo, 12 de julio de 2020

ადამიანი!

ადამიანი ღრუბელი—ადამიანი მზე, 
ადამიანი ემოცია—ადამიანი ხე. 
ადამიანი სიმშვიდე—ადამიანი შტორმი, 
ადამიანი ვირთხა და ადამიანი ლომი!
ადამიანი ბრილიანტი—ადამიანი კუპრი, 
ადამიანი სიყვარული და ადამიანი შური. 
ადამიანი სიკეთე—ადამიანი ღვარძლი, 
ადამიანი უქნარა და ადამიანი ღვაწლი. 
ცოტა ნამდვილი სიყვარული, ბევრი ნაყიდი გრძნობა, 
ზოგი სინდისი და ნამუსი, ზოგიც ღალატი და მტრობა!
ვიღაც უბრალოდ არსებობს, ვიღაც ლეგენდას ქმნის, 
ზოგის თვალებში ზღვა მოჩანს, ზოგში - გრიგალი ქრის. 
ხან იოლია ცხოვრება, ხან განსაცდელი დიდი. 
ბევრი ერთგული შეგხვდება, ბევრიც ბოროტი და ფლიდი.
ადამიანად დარჩი - "ღრუბელი" იქნები თუ "ცა", 
ვიღაცას მაინც ეყვარები, ისეთი როგორიც ხარ! 

ადამიანი - ღრუბელი, ადამიანი - მზე, 
ადამიანი-ემოცია და ადამიანი - ხე!
ვერიკო ❤️

sábado, 15 de septiembre de 2018

გამოფხიზლება

სული ჩემი იყო, სხეული -
არ მგონია,
ალბათ სიზმარია, იქნებ
აგონია?!
არ მაწყობს საათის ისრები-
მიჰქრიან,
თვალებშიც ვარსკვლავები ნაკლები მინთია.
სარკეც უდიერი, არ მალავს
ნაოჭებს,
ღიმილის ნაკვალევის სიმცირე
მაოცებს...
დრო სად გავლიე და რა უცებ 
 მოვხუცდი,
სიცოცხლე მინდა და სიკვდილს ვერ მოვუცდი!

მახსოვდა დიალოგი უფალთან დათქმული,
ბაგეს მიმძიმებდა ცოდვები  
არ თქმული.
გონებით ვლაშქრავდი, ბავშობის ადგილებს,
ვეძებდი წარსულში გადაგმული ნაბიჯებს.
სტკიოდა გაცვეთილ ფრთებს იმის  შეგრძნება,
აფრენას ვერასდროს რომ ვეღარ შეძლებდა.
წლებს ვერ ვიბრუნებდი უკან-
ეს ტიალი,
ფიქრებით მიწევდა ყველგან
ხეტიალი!

თავი შემახსენეს ძველმა
შეცდომებმა.
ადრე ხომ სისულელეს ვთვლი შეცოდებათ,
ახლა კი, მეცოტავა სიგიჟე
უწყინარი,
ყველა გადარევა, ვნებები
უტიფარი.
თითქოს მაწუხებდა გულში
გამალული,
რაც ვერ გამოვხატე გრძნობები დაფარული.
რამდენი ყალბი შემხვდა- სიმართლე ვინატრე,
ვერავის  სიყვარული მაინც ვერ
ვინანე!

სული ჩემი იყო, სხეული -
ხანდაზმული,
ხილვად ნანახი და ცხადში
გადასული;
იქნებ გამოვფხიზლდე
როცა გავიღვიძებ
და ის დავიბრუნო, რასაც ვერ ვივიწყებ...
ეს ხომ სიზმარია, განა
აგონია,
ვითომ შევცვლები?! - რაღაც არ მგონია!❤️
ვერიკო.

jueves, 22 de marzo de 2018

იქნებ არც ღირს?!

იქნებ არც ღირს იმ სამყაროში ცხოვრება, სადაც ბოდიშის მოხდა გიწევს სიყვარულის გამო! გიწევს თავი იმართლო უბრალოდ სითბოსა და კეთილგანწყობისთვის. აუხსნა რატომ - უღიმი, ეფერები, ჰპატიობ ადამიანებს. ადვილად რატომ გიყვარდება და ძნელად გეთმობა.
    თუკი აზრებს ვერ ალაგებ და ვერ ხსნი იმას, რასაც შენთვის კაცთმოყვარეობა და ადამიანობა ჰქვია, ზოგისთვის კი - დანაშაული. თურმე, არ ღირს!
  ჰმ. არ ღირს არა და არც ის ღირს - იქ, სადაც სულერთი ხარ ვინმეს სიყვარული დაუმტკიცო, ანდა პატიება ითხოვო სადაც არც კი სწყენიათ შენი უგუნური საქციელი.
22/03/2017.