viernes, 10 de febrero de 2017

ურთიერთობების აკადემია?!

საზოგადოება გამუდმებით იცვლება ჩვენს გარშემო ისე როგორც გაქანებული მატარებლიდან ცვლის ერთი პეიზაჟი მეორეს... ბევრ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა ხან იმედგაცრუებაა, ხან წყენა ხან უბრალოდ ხვდები რომ "იქ არ მოხვდი" და ტოვებ სიტყუაციას, ხანაც ინტერესთა დიდი სხვადასხვაობაა და ა.შ. ... მთავარია სწრაფად შეძლო სიტუაციის ლავირება და დროულად და სწორად დაამთავრო ესა თუ ის ურთიერთობა ( რაც მე ვერაფრით დავარეგულირე ჯერ).
      ძალიან მიყვარს ახალი ნაცნობები, ადამიანებზე დაკვირვება, შეცნობა და მათთან დამეგობრება.თოთოეული მათგანი თავისებურია და ძალიან საინტერესო; ზოგი ისეთი ამოუცნობია, ზოგი ადვილად იშიფრება...მოკლედ ფართო სანაცნობო წრე ერთი დიდი აკადემიაა ხოლო სწორად წარმართული ურთიერთობები კი დიდი ხელოვნება. უამრავი რამის სწავლა და გაგება შეიძლება მათგან.
       რაღაც დოზით მაინც მოქმედებს ჩვენზე ის გარემო სადაც ვიმყოფებით (რა ასაკშიც არ უნდა ვიყოთ)  მაგრამ ბოლოს მაინც იმას ითვისებ და იქით იხრები რისკენაც ხარ მიდრეკილი... ამღვრეულ გუბეში რომ იწმინდება ნელ-ნელა წყალი და ილექება ტალახი აი ასე იწმინდება დროთან განმავლობაში ურთიერთობებიც... ბევრ ადამიანს ხვდებით, ვეკონტაქტებით მაგრამ, ბოლოს მაინც ისინი შემოგვრჩებიან ვინც აზრობრივად შეიძლება არა მაგრამ მორალით და ზნეობით არიან ჩვენთან ახლოს.
   ამ ყველაფრით იმის თქმა მინდოდა - რაც დრო გადის უფრო და უფრო ლოგიკური მეჩვენება ადამიანთა "სხვადასხვაგვარობის" (არ ვიცი ეს სიტყვა არსებობს თუ მე მოვიგონე  😃) აუცილებლობა ამ ქვეყნად. ადრე თუ გული მწყდებოდა ეხლა ლოგიკურადაც კი მიმაჩნია დაიწყოს და დამთავრდეს ესა თუ ის ურთიერთობა და ყველა ვერ შეგეგუება და ბოლომდეც ვერ მოგყვება რაც იმის მანიშნებელია რომ პიროვნულად ცოტა მაინც "გავიზარდე". მხოლოდ ეგააა - "ნაადრევად აღტაცებულობის" რეგულირებას ვერ ვახდენ ჯერ.😃😃😃😃მაგრამ მაგასაც მასწავლის დრო.  ჯერ ყველაფერი წინ მაქვს!  იმედია... 😉

მე, სახელები, ცხოველები და არამარტო...

მინდა ცოტა მხიარული ისტორიები მოვყვე ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული სახელებთან დაკავშირებით...მოკლედ, პირველი ჩვენი შინაური ცხოველი იყო ძაღლი ჩიბურაშკა (რასა გაურკვეველი),  მაშინ მამა ცოცხალი იყო და ეს სახელიც მას დაურქმევია. ისე კაი ხანს გვყავდა ჩიბურაშკა... პატარა იყო და სასაცილო, ყურებდაცქვეტილი, სახელის შესაბამისად დაერქვა. მალევე მომიყვანეს "ბობრიკა" თეთრი დიდი ძაღლი, მე განსაკუთრებით უყვარდი. ☺ შემდეგ იყო მამალი რომელიც სოფელში გვყავდა მე და ჩემ მამიდაშვილ ლელუკას Lela Korchilava რომელსაც "ჩინჩილა დუბროვსკი"დავარქვით, სახელზე ეხლა ატყდება დიდი ღადაობა 😂  საიდან მომდინარეობდა ეს სახელი ეხლაც არ ვიცით ...😂😂
  ცოტა მოგვიანებით მყავდა (მქონდა)  ჩემივე გაკეთებული თოჯინა (არ შეგეცოდოთ ხალხო თოჯინები მყავდა უბრალოდ ძალიან იდეინნი ვიყავი...) რომელსაც ბუტუსურა დავარქვი და მოფერებით "ბუწუწურას" ვეძახდი. არც ისე პატარა ვიყავი სხვათაშორის მაგრამ როგორც მოგეხსენებათ მე ხო ასაკს არასოდეს ვემქვემდებარები და შევეფერები ხოდა, გავაკეთე ეს ჩხლართი თოჯინა ("კაშმარ") ნაჭრის სახეზე ღილების თვალები, წითელი ძაფით ტუჩები და მსხვილი საქსოვი ძაფით თმები გავუკეთე, მაისურს სახელოები გამოვუკვანძე, გუპკები ჩავტენე და ეს გახლდათ "ბუტუსურა" რომელსაც ცოცხალივით ვექცეოდი... რა თქმა უნდა არ გამახარეს - ორი მავნე რომ მყავდა სახლში გიორგი და რაჟო, ხან სცემდნენ, აწვალებდნენ, ბოლოს თავი მოაძრეს და მოკლედ არ დამცალდა ამ ილუზიით ცხოვრება...         
    მერე მყავდა რიჟა დიდბეწვიანი ძალიან ფუმფულა კატა "ფასო" ამანაც კარგად გაქაჩა, დიდხანს გვყავდა. 😃😃ძალიან საყვარელი იყო ბოლოს გაურკვეველ ვითარებაში(სავარაუდოდ მარტის თვეში) დაიკარგა... ნუ ერთი კვირით და ორი დღით სახლში მოთრეულ ყველა შემხვედრ უპატრონო ძაღლსა და კატებზე რომელთა სახელის დარქმევაც ვერ მოვასწარი და ისე გაუძახეს გარეთ, მაგათ არც ვყვები...  
        სოფელში მყავდა პატარა ფისო "ფასუჭი" რომელზეც რომ იტყვიან მზე და მთვარე ამომდიოდა და საცოდავი  ავტობუსზე (სოფლიდან თბილისში დალი უნდა დახვედროდა ჩანთებს) გასატანებელ სამგზავრო ჩანთაში ჩამვრალა მე ეს ჩანთან ავტობუსს გავატანე და ფასუჭიც მის მერე აღარ მინახავს (გზაში რომ გაუღვიძია საწყალს აუტეხია ჩხავილი და თბილისამდე მაგას ვინ აიტანდა ხოდა გზაში ჩამოაგდეს...)  😃უფრო დიდობაში მგავდა ძაღლი პუდელი "კუსუნა" რომელიც ჩემმა თაყვანისმცემელმა შეიწირა  😂სადაც ძაღლს დავასეირნებდი ისიც იქ მომყვებოდა და ჩემმა "საძმომ" გადაწყვიტა საბაბი არ მქონოდა გარეთ გასვლის და ის ძაღლიც აღარ მინახავს ბოლო გასერინების მერე...
    რაც გავთხოვდი ვითომ ჩემი შვილებისთვის სამჯერ შევიძინე თაგვები (ზაზუნა) სახელები უცვლელი სამივეს "ფამფლიკა". ამათმა ვერ გაქაჩეს დიდხანს ვერცერთმა (აივნის წინ  თაგვების აკლდამა მაქვს უკვე). კიდევ გვყავდა ფუმფულა ძალიან საყვრელი კურდღელი, ჩამოვარდნილი ყურებით და დიდი ბეწვით ამას დავარქვი გაიოზი, დავაწყვიტე ბავშვებს ნერვები, 😂გაიოზი არ უხდება ნუ ეძახიო მაგრამ მე ამაზე ისე ვერთობოდი...  😂 და ბოლოს - მქონდა მცდელობა მყოლოდა ძაღლი, რასა დალმატენი რომელსაც ერთი ღვთისნიერი მებაღე მჩუქნიდა .სასწრაფოდ გადავრეკე სახლში... დედაჩემმა ძაღლს მჩუქნიან მეთქი და ვაი ჩემ პატრონსო ამოიოხრა, შენი გამოსწორება არ იქნებაო და გამითიშა ყურმილი. 😃 Dali Bregvadzeმერე ზეზვას შებმა ბცადე  ვურეკევ - ძაღლს მჩუქნიან და გამოვართვა მეთქი? თუ გამოართმევ სახლში შემოიარე ეს კურდღელი და თაგვები წამოკრიფე და სადაც გუნდათ იქ წადითო...
      მოკლედ ეს ბოლო(ჯერჯერობით) მცდელობა კიდევ ერთხელ გამეხარა ცხოველებით კრახით დამთავრდა  😂😂😂.
    P. S.  მაინც ამოვთხრი!  😉