domingo, 30 de agosto de 2020


ნეტავ როგორია გრძნობა,
შენ რომ დაატარებ გულით,
ნუთუ ასეთივე წრფელი,
ნუთუ ასეთივე რთული?
იქნება ისეთივე სუფთა,
როგორც დაწერილი მცნება,
ანდა ისეთივე მწველი,
როგორც დამხობილი ვნება!
ზუსტად ისეთივე მძიმე, 
როგორც განსაცდელში იცის,
თავს რომ შეგახსენებს მუდამ ღმერთთან დადებული ფიცი!

jueves, 13 de agosto de 2020

ალბათ სიყვარულს მაინც სჯერა ადამიანის

უღმერთობასაც აღარ ააქვს ზოგჯერ საზღვარი,
სისულელედ რომ ჩაგითვლიან ყველა ღირსებას.
ალბათ სიყვარულს მაინც სჯერა
ადამიანის
ხან ვიღაც უცხო, ისე შენად 
მოგევლინება! ☺️

domingo, 12 de julio de 2020

ადამიანი!

ადამიანი ღრუბელი—ადამიანი მზე, 
ადამიანი ემოცია—ადამიანი ხე. 
ადამიანი სიმშვიდე—ადამიანი შტორმი, 
ადამიანი ვირთხა და ადამიანი ლომი!
ადამიანი ბრილიანტი—ადამიანი კუპრი, 
ადამიანი სიყვარული და ადამიანი შური. 
ადამიანი სიკეთე—ადამიანი ღვარძლი, 
ადამიანი უქნარა და ადამიანი ღვაწლი. 
ცოტა ნამდვილი სიყვარული, ბევრი ნაყიდი გრძნობა, 
ზოგი სინდისი და ნამუსი, ზოგიც ღალატი და მტრობა!
ვიღაც უბრალოდ არსებობს, ვიღაც ლეგენდას ქმნის, 
ზოგის თვალებში ზღვა მოჩანს, ზოგში - გრიგალი ქრის. 
ხან იოლია ცხოვრება, ხან განსაცდელი დიდი. 
ბევრი ერთგული შეგხვდება, ბევრიც ბოროტი და ფლიდი.
ადამიანად დარჩი - "ღრუბელი" იქნები თუ "ცა", 
ვიღაცას მაინც ეყვარები, ისეთი როგორიც ხარ! 

ადამიანი - ღრუბელი, ადამიანი - მზე, 
ადამიანი-ემოცია და ადამიანი - ხე!
ვერიკო ❤️