ცოტა თავბრუს გახვევს, თან სხეულს გითბობს, გგონია აგრევს, ისე აგრევს აღარასოდეს იქნები დინჯი და გაწონასწორებული... თითქოს ფრთხილობ, არადა უფრო აბდაუბდა ხდები... არ მოგწონს ეს მდგომარეობა. თავს ვერ სცნობ და ბრაზობ. ამიტომ ფრთებს იკვეც... ეს მგდომარეობა დაჭრილი მხეცივით ეხეთქება შენ სხეულს შიგნიდან, უნდა დაახწიოს თავი ამ ჩარჩოებს, გამოგლიჯოს კედლები, გამოფრინდეს, გაგიჟდეს და ყველა სისულელე ერთად ჩაიდინოს რათა გამხილოს - იმ გარეგნულ სიმშვიდეში უტიფრად რომ აოკებს შინაგან სისუსტეებს!
ფიქრობ რამე დაარქვა, სახელი მოუგონო. სახელებს ხომ პირობითად ვიგონებთ ადამიანები რათა მერე სწორედ ჩვენივე გამოგონილ სახელწოდებას გადავაბრალოთ ყველა უმიზნო და ვითომ კანონზომიერებას აცდენილი ქმედება. მაგრამ არა! განა რა საჭიროა სახელი ერქვას გაურკვეველი დოზის ემოციიისა და თავისუფალების ნაზავს რომელსაც არც ვნების ელემენტები ურევია და არც ღალატის სუნი აქვს ეს უბრალოდ ჟამს მიხწერული, განუხორცილებელი სიგიჟეების მოსწრების სურვილს ჰგავს, რომ იცი მალე ამის უფლებას დაკარგავ და გინდა კუდი მოიქნიო... მაგრამ ისე, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გულს ეხებოდეს - არახორციელ ტკბობას. არადა თან გიყვარს ეს ემოციაც ეს მდგომარეობაც, უკიდეგანოდ გიყვარს! უზღვავ ენერგიას და სიცოცხლის ხალისს გაძლევს. გაბედნიერებს კიდეც.
მიუხედავად ყველაფრისა: ისევ ფრთებს იკვეც...დუნდები, გონებას უხმობ. ეს ყველაფერი წამის მეასედია თითქოს, ძილბურანში ნანახი სიზმარივით გაიელევს მაგრამ, არა უკვალოდ...მაინც სამუდამოდ რჩება შენში როგორც ერთი უწყინარი სურვილი - სიბერემდე, თუნდაც "წასვლამდე" კიდევ ერთხელ, არა ზრდასრული, არამედ ჯერ ისევ ნახევრად ბავშობაში მყოფი ყმაწვილივით გამოხატო, ყველა ემოცია ერთად! ❤
martes, 6 de febrero de 2018
აბდაუბდა! (არაპრიმიტიული ადამიანების წასაკითხი)
Suscribirse a:
Entradas (Atom)